“ოდესმე ტერორიზმში ბრალდებულის პროცესზე ყოფილხართ?” – რა ხდებოდა ელისაშვილის სასამართლო პროცესზე?

9
ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი, პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესზე, წერს:
ოდესმე ტერორიზმში ბრალდებულის პროცესზე ყოფილხართ?
ვიზუალურად როგორ წარმოგიდგენიათ?
კი, მეც მასე – შეჯავშნილი მანქანები მაღალი სისწრაფით ჩერდებიან სასამართლოს შენობასთან, მუხრუჭების ღრჭიალი აყრუებს არემარეს. კბილებამდე შეიარაღებულ სპეცრაზმელებს ხელ-ფეხ შებორკილი ტერორისტი სირბილით შეჰყავთ დაცულ სივრცეში. უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია მიღებული. სასამართლო დარბაზი სავსეა საიდუმლო სამსახურის აგენტებით, ყურებში მიკროფონებით, ქამარზე რაციებით, გაფაციცებით ათვალიერებენ დარბაზს, რათა ტერორისტის თანამზრახველებმა ბრალდებულის გატაცება არ სცადონ…
სწორედ ახლა ვზივარ ტერორიზმში ბრალდებულის პროცესზე.
ჩემს პროცესზე ტერორიზმში ბრალდებული ორ პუტკუნა და სათვალიან ბადრაგს შემოჰყავს, იგი სიცილით ეგებება ახლობლებს. დარბაზში ბოლო სკამზე მჯდომი ერთადერთი მანდატური თვლემს. პროკურორი ქალი ტელეფონს სქროლავს. მოსამართლე სავარძელშია გადაწოლილი და ადვოკატს განურჩეველი სახით უსმენს.
ტერორიზმში ბრალდებული აშკარად უპირატეს მდგომარეობაშია – ის და მისი 20-მდე მხარდმაჭერი თუ მოისურვებს წესით იოლად უნდა გაუმკლავდეს ორ პუტკუნა, საყვარელსახიან ბადრაგს და ერთ მთვლემარე მანდატურს, რომელიც დროდადრო ტოვებს კიდეც დარბაზს. ამის შემდეგ პროკურორი და მოსამართლე აბსოლუტურად დაუცველნი რჩებიან.
ამის მერე მოკლე დერეფანია გასასვლელამდე – კაი გამოცდილი ტერორისტისთვის ბულკი საქმეა.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებული ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდის წინასწარ პატიმრობას, ვინაიდან მუხლი ასეთია, საშიში.
ნეტავ რაზე მიუთითებს ასეთი დამოკიდებულება?

ასევე დაგაინტერესებთ

სემეკ-ის წევრი – სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები

გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება