პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოდესაში დრონი 9-სართულიან კორპუსს მოხვდა, არიან დაშავებულები

ოდესაში დრონი 9-სართულიან კორპუსს მოხვდა, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მაშველებმა 50 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
„საჰაერო თავდაცვის აქტიური მუშაობის მიუხედავად, ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, კერძოდ, საცხოვრებელ შენობებს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა უფლებამოსილი სამსახური მუშაობს“, - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.