ობიექტების პრივატიზების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 230 823 708 ლარი გადაირიცხა - პრემიერის ანგარიში
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენების თანახმად, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე ობიექტების პრივატიზების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 230 823 708 ლარი გადაირიცხა.
„საანგარიშო პერიოდში [2023 წლის ივნისი - 2024 წლის მაისი], აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის პროცესი. ობიექტების პრივატიზების შედეგად შემოსული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს გადაირიცხა 200 305 592 ლარი. ხოლო 2024 წლის I კვარტალში 60 918 871 ლარი, მათ შორის, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 230 823 708 ლარი. ამასთან, პროაქტიულად მიმდინარეობდა უძრავი ქონების პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით, რის შედეგადაც, 2023 წელს (იანვარ-დეკემბერი), პროექტის − „100 საინვესტიციო შეთავაზების ბიზნესს“ ფარგლებში, გაიყიდა 162 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით − 50 953 610 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 60 272 460 ლარს; ხოლო, 2024 წელს ამავე პროექტის ფარგლებში გაიყიდა 52 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით − 8 515 200 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 9 117 200 ლარს; მათ შორის, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, გაიყიდა 168 ობიექტი, ჯამური საწყისი ფასით − 35 492 860 ლარი, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 41 162 810 ლარს“,- ნათქვამია პრემიერის მოხსენებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.