არქივი7 დეკემბერი, 2024, 01:35
“ნუ გვიღებო… სპეცრაზმმა ხელი მკრა და დამიმტვრია ტელეფონი” – “პალიტრანიუსის” ჟურნალისტი აქციაზე

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა “პალიტრანიუსის” ჟურნალისტს ტელეფონი დაუმტვრია.
ჟურნალისტი აქციას ლაივში აშუქებდა, რა დროსაც სპეცრაზმელი მასთან მივიდა და ტელეფონი გადაუგდო.
“ხელი მკრა და გადამიგდო ტელეფონი, დამიმტვრია. ვიღებდი და ნუ გვიღებო, ლაივი მქონდა ჩართული, პრესქარდიც მიკეთია. განგებ მოვიდა და დამიმტვრია ტელეფონი”, – ამბობს ჟურნალისტი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.