“ნუ გვაქებთ!”– რისი თხოვნა უნდა მდინარაძეს სიმონიანისთვის?

“ოდნავ მაინც, ოდნავ მაინც რაიმე პოზიტიური კავშირი რომ არსებობდეს, ამ შემთხვევაში ისინი ქებას კი არ დაგვიწყებდნენ, ძალიან კარგად იციან მათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში, ამ რაკურსში მათი განცხადებები, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება აღიზიანებდეს “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელს, ან ზოგადად “ქართულ ოცნებას”. ამის მიუხედავად, ისინი რომ ხელს უწყობენ ნაცმოძრაობის კლასტერის პროპაგანდას, ეს მოსაკითხი ამბავია. ეს შეიძლება შემთხვევითი და დამთხვევაც არ იყოს, ან იყოს, ან პირიქით და სპეციალურად აკეთებდნენ ამას. დიახ ეს ასეა, სანქციების დაწესება დააზიანებდა და დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველებს, ახლა ვინც არ უნდა მოიწონოს ეს, სულ რომ ჩრდილო კორეა იყოს, ან ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი, დაუშვათ, ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს სიმართლე. ჩვენ რომ რაღაც კონტაქტი გვქონდეს, ელემენტარულს ხომ ვთხოვდით, ხალხო, ნუ გვაქებთ, ამას საქართველოში იყენებენ ჩვენი ოპონენტები ძალიან ბინძურად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ