ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას | ზარქუა ზურაბიშვილის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე განცხადების შემდეგ ემუქრება

“ქართული ოცნება” ამჯერად პრეზიდენტის მიერ ს შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ გააღიზიანა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია და რომ “შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ”.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა მ მას “ურჩია” არ გამოცადოს “ხალხის რისხვა”.
“ქართველებს გვაქვს კაი გამოთქმა, ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო. ახლა არც ოპოზიციაა ხარი და არც ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ აი როგორც შეუძლია, როდესაც ხარ კოალიციაში უთავმოყვარეოებთან, შემდეგ უკვე არ უნდა გაგიკვირდეს, როცა იმ განცხადებას, გამოთქმას, წინადადებას – არა და არასდროს, როგორც გინდა ისე გაუკეთებ ინტერპრეტაციას და მოდერნიზაციას. ვურჩევ ქალბატონ პრეზიდენტს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას”, – ამბობს ზარქუა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი “თუ გადადგამს ამ ნაბიჯს, რაც გვარამიამ ეპითეტებით შეამკო, მაშინ იმსახურებს იმ ყველაფერს” – მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტი განულებულია.