„ნუ აბრალებთ სხვებს” – აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებას”

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მორიგი პოსტი, რომელიც „ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და მათ შედეგებს ეხება.
საელჩოს თანახმად, „ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და „ქართულმა ოცნებამ” დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან:
„ნუ აბრალებთ სხვებს”.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 30 ნოემბერს, მას შემდეგ შეაჩერა, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)