ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნუცა ბათიაშვილი: ხო ვითომ რა თქვა ისეთი. მაგრამ სინამდვილეში ეს არის ყველაზე...

ნუცა ბათიაშვილი: ხო ვითომ რა თქვა ისეთი. მაგრამ სინამდვილეში ეს არის ყველაზე...
ანთროპოლოგი ნუცა ბათიაშვილი:
ხო ვითომ რა თქვა ისეთი. მაგრამ სინამდვილეში ეს არის ყველაზე ჩათლახური სვლა (ბოდიში სხვა ეპითეტი ვერ შევარჩიე), რაც ქართველის იდენტობის ძირგამოსათხრელად - სხვა სიტყვებით ქართველობის წასართმევად - შეიძლება გააკეთო. და ამას აკეთებენ წერტილოვნად ბევრი პატარ-პატარა და თითქოს შეუმჩნეველი დარტყმებით.
ამ ერის იდენტობის ღერძი ის ამბავია, რომ ქართველმა ეს ქვეყანა, თავის კულტურა და თვითმყოფადობა გაიტანა და გადაარჩინა შეუპოვარი ბრძოლით, წინააღმდეგობით და თავისუფლებისთვის თავგანწირვით. ეგაა კოდი რომელიც ამ ერს აძლევს უპირატესობის განცდას, ატანინებს რთულ დროს და საკუთარ თავად ყოფნის საყრდენს უქმნის.
ამ დროს, რისი კოდია აქ “დიპლომატია”? და ხომ ცხადია რომ მოკავშირესთან დიპლომატიას არ გულისხმობს. ეგ ჩარეცხეს და დაასამარეს. მტერთან დიპლომატიაზე მიუთითებს.
ეგ “დიპლომატია” სახალხო გაგებაში აღნიშნავს “იქ გაურიგდი, აქეთ გამოურიგდი” მიდგომას. ცოტა თავი დაუკარი, ცოტა დაჰყაბუნდი, ხარკი მიეცი, ქალიშვილი მიათხოვე, ცოლი ათხოვე, ტერიტორია დაუთმე, სუვერენიტეტი შეაკვეცინე და ასე შემდეგ.
მაგ სიტყვის ჩამნაცვლებელი ქართულ ისტორიულ ცნობიერებაში არის ‘კოლაბორაციონიზმი’ და ძირითადად იმ ამბავს აღწერს, როცა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყანას მომდგარ მტერს შეეკვრებოდა ხოლმე ქართველი (არ აქვს მნიშვნელობა ისტორიულ სიზუსტეს. მეხსიერებაში ასეა ჩაბეჭდილი და ასეთად ქმნის ის იდნეტობის ფუნდამენტს).
ამ სახელდებების ჩანაცვლებით და შინაარსების შეცურებით ქოცები შვებიან ბევრად უარესს ვიდრე კოლაბორაციონიზმია. შიში გამბედაობის ნაცვლად, მორჩილება შეუპოვრობის ნაცვლად, პროვინციულობა ცივილიზაციურობის ნაცვლად და დაბეჩავებულის განცდა სიამაყის განცდის ნაცვლად. ესაა ამათი ნაციონალური ანესთეზიის ლოგიკა ყველანაირი სუვერენული სწრაფვის გაყუჩების მიზნით.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.