ნუცა ბათიაშვილი: “ნაცების დროს სად იყავი?”-ზე სწორი პასუხია “მაშინაც რუსეთს ვებრძოდი!”

ანთროპოლოგი, პროფესორი ნუცა ბათიაშვილი:
“ნაცების დროს სად იყავი?”-ზე სწორი პასუხია “მაშინაც რუსეთს ვებრძოდი!”
ცხადია, თუ მაშინ, რუსის ჩავარდნილი პროექტის – პატარკაციშვილის მიტინგებზე იდექი, ან/და რუსის წარმატებული ოლიგარქის სოციოპათიურ რიტორიკაზე დააშენე დემოკრატიის ილუზია, ამ პასუხის გაცემა გაგიჭირდება. ასეთ შემთხვევაში, უნდა თქვა “მე
მეგონა რუსეთს ვებრძოდი და თურმე მე მივეხმარე რუსებს ქვეყნის აოხრებაში”. ნუ, უფრო ნაკლები თვითგვემითაც შეიძლება, მაგრამ “მაშინაც ვაპროტესტებდი” დღევანდელობის გადმოსახედიდან წესით უხერხული სათქმელი უნდა იყოს.
თვითრეფლექსია იქით იყოს და ამით უნდა დაიწყოს იმ ცრუ კოლექტიური მეხსიერების გადაწერა, რომელიც ქოცების პროპაგანდით შეიტენა ადამიანების თავებში.
წინა ხელისუფლება ებრძოდა რუსეთს. ან უფრო, ებრძოდა მას, 2008 წელს კი არა, ყოველი დღე და საათი 2003 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოტომბრამდე. ებრძოდა ევროპული მისწრაფების, სახელმწიობრიობის შენების და დემოკრატიული დაპირების გამო, მშიშარა ოლიგარქის ხელით. ეს ბრძოლა იყო საკვანძო და ძირეულად განსაზღვრა ყველაფერი, რაც იმ ხელისუფლებამ აკეთა სახელმწიფოებრიობის შენების გზაზე და აფუჭა კიდეც მოქალაქეობრივი თავისუფლებების საზიანოდ, იმ
არანორმალური საფრთხის მოლოდინში, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ.
ესაა ამბის არსი, ნარატივი და კვანძი

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)