ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნუკა ორჯონიკიძემ "რუსთავი 2" პროტესტის ნიშნად დატოვა

ნუკა ორჯონიკიძემ "რუსთავი 2" პროტესტის ნიშნად დატოვა

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ტელევიზია, "რუსთავი 2",  გადაცემა "შუა დღის" მთავარმა პროდიუსერმა, ნუკა ორჯონიკიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.

შეგახსენებთ, "რუს­თა­ვი 2" გუშინ ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­მა ანა კო­შა­ძემ და ვახო კან­დე­ლაკ­მა გუშინ და­ტო­ვეს.

ანა კო­შა­ძე დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო, ხოლო ვახო კან­დე­ლა­კი შუ­ა­დღის გა­და­ცე­მის.

გუშინ ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პროპაგანდისტული ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" და­ტო­ვა ჟურ­ნა­ლის­ტმა ლე­ვან მორ­ჩი­აშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, ხელისუფლების ტიტუშკების სამიზნე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან.  7 დე­კემ­ბერს ორგანიზებული ჯგუფი პირ­და­პირ ეთერ­ში თავს დაესხა "ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს. გიორგი შეწირული და მაკა ჩიხლაძე მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე კლინიკაში არიან.

"ხარებას" რაზმი თავს დაესხა "ფორმულას" ჟურნალისტს გურამ როგავას - ის ამ დრომდე რეაბილიტაციას გადის.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.