ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნუკა არველაძე: ერთადერთს ვიტყვი არსებული მდგომარეობიდან ვისაც ვენდობი არის ბიძინა ივანიშვილი და დარწმუნებული ვარ იცის რას აკეთებს!

ნუკა არველაძე: ერთადერთს ვიტყვი არსებული მდგომარეობიდან ვისაც ვენდობი არის ბიძინა ივანიშვილი და დარწმუნებული ვარ იცის რას აკეთებს!
"მარტო მე მაქვს შეგრძნება რომ ქვეყანა გარდაუვალი კრიზისისკენ მიდის?
გრიგოლ ლილუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური
ეს ის ხალხია ვისი ავტორიტეტით, ბიძინა ივანიშვილის მხარდამხარ, ბოლო არჩევნებზე განაპირობებდა იმას რომ ხალხი ადგა და საარჩევნო უბნამდე მივიდა!
ვინც აბალანსებდა ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს საკანონმდებლოსთან
და
მმართველი ძალის ძლიერ ბირთვად აღიქმებოდა!
დაახლოებით ვიცი ვინც შეამზადეს მინისტრად, მაგრამ თავს შევიკავებ ვთქვა (იქნებ ვცდები).
ბიძინა ივანიშვილის პირველი და ძლიერი შემადგენლობიდან დაგვრჩა მხოლოდ
კახა კალაძე და თავად ბიძინა ივანიშვილი....
არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი ჯერჯერობით
გარდა იმისა რასაც მრავალწლიანი გამოცდილება მკარნახობს
13 წლის მანძილზე არ ყოფილა ხალხისგან, მხრადამჭერებისგან და ამომრჩევლებისგან ასე დაშორებული მმართველი ძალა ქართული ოცნება / Georgian Dream
ერთადერთს ვიტყვი არსებული მდგომარეობიდან ვისაც ვენდობი არის
ბიძინა ივანიშვილი და დარწმუნებული ვარ იცის რას აკეთებს!
ეს ის შემთხვევაა როცა მიჭირს რაიმე პროგნოზებიც არათუ დავწერო, ვიფიქრო კიდეც!
დაველოდოთ, მალე გამოჩნდება კონტურები
ღმერთმა ქნას ვცდებოდე...!!!" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნუკა არველაძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.