პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ნუთუ არავის ჰყავს შვილი, ნუთუ არავის ჰყავს დედა?” – გიორგი მინდაძის დედა

“ნუთუ არავის ჰყავს შვილი, ნუთუ არავის ჰყავს დედა?” – გიორგი მინდაძის დედა

თბილისში პროტესტის რამდენიმე ეპიცენტრია. ერთ-ერთი მსვლელობა მარაჯნიშვილის მეტროს ტერიტორიიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებს გიგანტური ბანერი უკავიათ, სადაც ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის სახელი და გვარია დატანილი.
მსვლელობას მოუყვება სინდისისი პატიმრის, გიორგი მინდაძის დედაც.
ხმამაღლა მინდა დავიყვირო, ჩემი შვილი მინდა ჩემთან! ყველა დედას უნდა თავისი შვილი თავისთან. ერთი თხოვნა ყველასთან, რომ შეგვისრულონ, უკვე გაუსაძლისია. ნუთუ არავის ჰყავს შვილი, ნუთუ არავის ჰყავს დედა? რა შეგრძნებაა ნუთუ არავინ იცის? ჩემი შვილი არასდროს არ მყოლია ამრტო, 2 დღეც არ გაუთენებია მარტო, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ცრემლებს გავიწმინდავ, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ვივლი სანამ ჩვენს შვილებს არ დავიბრუნებთ, – ამბობს სინდისის პატიმრის დედა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.