ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნუგზარ წიკლაური: შესაძლოა ბევრმა არ იცის და დავწერ...

ნუგზარ წიკლაური: შესაძლოა ბევრმა არ იცის და დავწერ...

კოალიცია ,,ცვლილებებისთვის” წევრი, ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს:
,,შესაძლოა ბევრმა არ იცის და დავწერ: გადაცემაში მიმავალი ნიკა მელიას ავტომობილის გაჩერების პირველი მიზეზი იყო შუშების გადამეტებულ დაბურვაზე ეჭვი – ასეთი პრეტენზია წაუყენეს მძღოლს.
ესე იგი, ასეთი სურათი იხატება – შსს მიიღო ინფორმაცია ამოუცნობი დაბურულშუშებიანი მანქანის შესახებ, რომელიც ლისის ტბის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შეიქმნა სწრაფი რეაგირების რაზმი 50 შეიარაღებული კაცის შემადგენლობით. მათ დააკავეს ბოროტმოქმედი, დაამტვრიეს და მოპარეს მანქანის შიდა რეგისტრაციის კამერები და როცა მელიამ უთხრა, რომ მინები არ არის ძალიან დაბურულიო, ელვისებურად დააკავეს და გაიტაცეს.
აი, ასეთი ამბავია და ჩვენ ადგილობრივი არჩევნების ერთიან ფრონტს ვებარებოდეთ.
ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო“

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.