ნუგზარ წიკლაური – არავითარი დებატები არ იქნება, ეს არის პროპაგანდისტული თაღლითობა, პრიმიტიული სატყუარა

არავითარი დებატები არ იქნება, ეს არის პროპაგანდისტული თაღლითობა, მარტივი, პრიმიტიული სატყუარა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საჯარო დებატების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, მაშინ, როცა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებენ, დებატებზე საუბარი ვერ იქნება.

„არავითარი დებატები არ იქნება, ეს არის უდიდესი მიამიტობა იფიქრო, რომ „ქართული ოცნება“ რომელიც ტროტუარზე აპატიმრებს ადამიანებს, ვაშაძე დილას გამოუშვეს და საღამოს ისევ სასამართლოში მიიყვანეს, გივი თარგამაძე საერთოდ რატომ დააპატიმრეს? ნიკა მელია ციხეშია, ასზე მეტი პოლიტპატიმარია, როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რამე სახის დისკუსია უნდათ მათ? ეს არის პროპაგანდისტული თაღლითობა და ეს რომ ასეა გამოვლინდა დღეს, როცა დაიწყეს, რომ „იცით, ჩვენ ცუდ ოპოზიციას კი არ დავუჯდებით დებატებში“. სიტყვა „ასაკრძალს“ რომ იყენებენ მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, ეს არის პირდაპირი კონფრონტაცია და რა დიალოგსა და დისკუსიაზეა ლაპარაკი?“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

გარდა ამისა, წიკლაურმა ისაუბრა ოპოზიციის გეგმებზე.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ოპოზიცია ერთობლივად ამზადებს დოკუმენტს, სადაც იქნება საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია ერთმანეთთან, საკუთარ ამომრჩეველთან და დასავლურ სამყაროსთან.

„გამოქვეყნდება დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ამომრჩევლებისთვისაა და ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. იქ არის ჩვენი ხედვები, ჩვენი წარმოდგენები, ჩვენი მისწრაფებები და ჩვენი ეთიკის კოდექსიც, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია ერთმანეთთან, საკუთარ ამომრჩეველთან და დასავლურ სამყაროსთან. ძალიან დიდი გზაა უკვე გავლილი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან