არქივი21 სექტემბერი, 2024, 10:55
ნოტრ-დამის ტაძარში ცნობილი ფრანგი პოეტის საფლავი აღმოაჩინეს

BBC ავრცელებს ცნობას იმაზე, რომ ნოტრ-დამის ტაძარში, ხანძრის შემდგომი აღდგენითი სამუშაოების დროს, ცნობილი ფრანგი პოეტის, დიუ ბელე ჟოაშენის, საფლავი აღმოაჩინეს.
როგორც გამოცემა წერს, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ტრანსეპტის ქვეშ ნაპოვნ ტყვიის კუბოში დიუ ბელე ჟოაშენის ცხედარია.
როგორც მედია იუწყება, არქეოლოგების მიერ აღდგენითი სამუშაოების დროს გაკეთებული აღმოჩენები ნოემბერში, ტაძრის ხელახლა გახსნამდე ცოტა ხნით ადრე გამოიფინება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.