ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა საერთო კრებას გასული წლის ანგარიში და 2025 წლის გეგმები წარუდგინა

ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე ეკატერინე ნანდოშვილმა ყურადღება გაამახვილა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე; ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე. ამ მიმართულებით უწყებამ გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრდა.
იუსტიციის სამინისტროს და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტია, ასევე, შშმ პირთათვის სანოტარო სერვისების მისაწვდომობა და მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზება. ამ მიზნით ნოტარიუსთა პალატის მიერ ეტლით მოსარგებლე შშმ პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურით უკვე ადაპტირდა 5 სანოტარო ბიურო, მათ შორის ორი – თბილისში, ბათუმში, წნორსა და მარნეულში. აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა სანოტარო ბიუროს მოიცავს.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ საერთო კრებაზე სანოტარო არქივის გაციფრულების უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნოტარიუსების არქივის დიგიტალიზაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს; მოქალაქეები კი, სანოტარო არქივიდან მასალების გამოთხოვის და მიღების კუთხით სწრაფ და სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ.
საერთო კრებაზე გაიმართა ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონია. 2024 წელს თანამდებობაზე 10 ნოტარიუსი დაინიშნა. შედეგად, სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა და გეოგრაფიული არეალი უფრო მეტად გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც