არქივი20 ივლისი, 2025, 11:23
ნოსტეში სახალხო დღესასწაული „სააკაძეობა 2025“ გაიმართება

20 ივლისს, 13:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში, გიორგი სააკაძის კოშკის მიმდებარედ, გაიმართება სახალხო დღესასწაული – „სააკაძეობა 2025“.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყობა მეწარმეების პროდუქციისა და ნამუშევრების გამოფენა;
ჩატარდება შეჯიბრება ქართული ჭიდაობაში; გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.