არქივი28 ნოემბერი, 2025, 22:23
ნორვეგიის საგარეო უწყება - ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ - უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოში - უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ. ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ.
ნორვეგია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების, გამოხატვისა და მშვიდობიანად შეკრების უფლებების მხარდაჭერას.
უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ”, - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.