ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტორე უკრაინაში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს კიევის რკინიგზის სადგურზე ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი დახვდნენ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იონას გარ სტორე კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.
„ნორვეგია ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ჩვენი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.