ნორვეგიის პრემიერი – უკრაინას 8.45 მილიარდ დოლარს გამოვუყოფთ

ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას და 2025-2026 წლებში 8.45 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“დღეს, ბატონო პრეზიდენტო, გამოვაცხადე, რომ ნორვეგიის მხრიდან უკრაინისადმი მაღალი დონის მხარდაჭერა 2025-2026 წლებშიც გაგრძელდება. ეს ითვალისწინებს 8.45 მილიარდი დოლარის გამოყოფას“, – აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმა.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტური გარანტია მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა.
„ხელს შევუწყობთ Patriot-ის ორი სისტემის მიწოდებას, რომელთა თანადაფინანსებასაც ვახორციელებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რათა დაგეხმაროთ თავის დაცვაში“, – აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება