ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნორვეგიამ ლიბანიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო

ნორვეგიამ ლიბანიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო

ნორვეგიამ ლიბანიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიბანში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, მათ შორის აფეთქებები ბეირუთში ნორვეგიის საელჩოსთანაც მოხდა.
„ზოგიერთმა ნორვეგიელმა დიპლომატმა ლიბანი დატოვა. ელჩი და სხვა ნორვეგიელი დიპლომატები ადგილზე იმყოფებიან“, - განაცხადეს ნორვეგიის საგარეო უწყებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.