პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნორვეგიამ განაცხადა, რომ რუსეთმა რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდა ნოვაია ზემლიადან მოაწყო

ნორვეგიამ განაცხადა, რომ რუსეთმა რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდა ნოვაია ზემლიადან მოაწყო

ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთმა გასულ კვირას ბირთვული ძრავით აღჭურვილი შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ არქტიკაში, ბარენცის ზღვის არქიპელაგიდან, ნოვაია ზემლიადან გაუშვა, წერს Reuters-ი.
რუსეთმა კვირას განაცხადა, რომ წარმატებით გამოცადა „ბურევესტნიკი“ 9M730, რომელსაც ნატო SSC-X-9-Skyfall-ს უწოდებს - ბირთვული ქობინის მქონე იარაღი, რომელზეც მოსკოვი აცხადებს, რომ შეუძლია ნებისმიერი თავდაცვითი ფარის გარღვევა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ სად მოხდა გაშვება.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტა Skyfall-ს (ბურევესტნიკი) ახალი საცდელი გაშვება მოაწყო ნოვაია ზემლიაზე“, - განუცხადა ნორვეგიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიცე-ადმირალმა ნილს ანდრეას სტენსოენესმა Reuters-ს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.