ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას ნაბიჯები, მათ შორის ეუთო-ს რეკომენდაციების განხორციელებით

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები:  მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას ნაბიჯები, მათ შორის ეუთო-ს რეკომენდაციების განხორციელებით

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციით შეშფოთებულები არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას  X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ავრცელებს.

„ჩვენ გამოვედით მოწოდებით საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს მოხსენებული დარღვევების შესახებ. ჩვენ დავგმეთ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა და დაშინება; ჩვენ ვწუხვართ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ მიმართული მუქარის გამო.

როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ ქვეყნის გაღრმავებული პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალი გზით. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი და საზოგადოების ნდობის აღდგენა მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთო-ს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით. ასევე ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის განხილვით“, – აღნიშნულია განცხადებაში

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.