ნონა ქურდოვანიძე – მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ნივთიერებას ურევს წყალს, რომელიც გამოიყენება დემონსტრანტების დარბევისას – ვიდრე არ იქნება ასეთი ინფორმაცია, ეს გაართულებს მოქალაქეების მკურნალობას

მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ნივთიერებას ურევს წყალს, რომელიც გამოიყენება დემონსტრანტების დარბევისას – ვიდრე არ იქნება ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ეს გაართულებს მოქალაქეების მკურნალობას, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, წყალში სხვადასხვა საშუალებების ერთმანეთში შერევა დაუშვებელია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებაში შეტანილი ცვლილება საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს.
„როგორც კი დაიწყო ამ პრაქტიკის გამოყენება, ჩვენ მოვუწოდებდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაესაჯაროებინა იმ ნივთიერების შესახებ ინფორმაცია, რომლის შერევაც ხდება წყალში და რომელსაც აქვს უფრო ხანგრძლივი ეფექტი და დამაზიანებელი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამის გასაჯაროებს მოვუწოდებდით იმ მიზნებისთვის, რომ სათანადოდ მომხდარიყო ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა სამედიცინო პერსონალის მიერ. სანამ არ იქნება ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ეს გაართულებს ისეთი პირების მკურნალობას, რომლებზეც გავლენა ჰქონდა ამ ნივთიერებას. ამიტომ ამ მოთხოვნას ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ნივთიერებას ურევს წყალს, რომელიც გამოიყენება დემონსტრანტების დარბევისას. ეს არის აკრძალული პრაქტიკა. დაუშვებელია სხვადასხვა საშუალებების ერთმანეთში შერევა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ბრძანებაში რამდენიმე წლის წინ შეიტანა ცვლილება და ჩაწერა, თითქოს, ეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. დაუშვა, რომ ასეთი პრაქტიკა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ ის, რაც წერია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს და მისი გამოყენება მიუხედავად იმისა, წერია თუ არა ეს -ს ბრძანებაში, არ აქცევს მას კანონიერად,“ – განაცხადა ქურდოვანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა