ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურას გადასცემს

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმა ისაუბრა, თუ რა საჩუქარი აქვს მომზადებული ხვიჩა კვარაცხელიასთვის.
იგი ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქრად საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურას გადასცემს, რასაც სიმბოლური დატვირთვა ექნება.
„როდესაც ხვიჩას დაბადების დღე იყო, მაშინ მე ვიდეომიმართვა ჩავწერე და აზრი მომივიდა.
აგერ, ჩემს წინ არის ჭადრაკი, რომელიც ქართულ ცეკვას წარმოადგენს. ეს ჭადრაკი საკოლექციოა, რომელიც ჩვენმა ოჯახმა გამოუშვა. მე უფრო ვუწოდებ „აცეკვებულ ფიგურებს“, რადგან ნებისმიერი ფიგურა, რომელიც ჭადრაკის დაფაზეა, ცეკვის ილეთს წარმოადგენს, ქართული ცეკვის შესაბამისი სამოსით. სავსებით უნიკალურია.
როდესაც ვიდეო მიმართვა ჩავწერე, ასეთი აზრი მომივიდა, რომ მსურდა, ბარემ საჩუქარი გამეკეთებინა, რადგანაც ეს ჭადრაკი მაქვს. რამდენიმე სასაჩუქრე ფიგურა მქონდა და მეფე ავიღე. რატომ მეფე? ამას სიმბოლური დატვირთვა მივეცი. იმდენად ბრწყინვალე თამაში უჩვენა მთელი სეზონი და ახლაც მშვენიერ ფორმაშია და იმავეს აგრძელებს. მომავალშიც მისგან დიდ წარმატებებს ველით.
ჭადრაკის დაფაზე მეფე ძირითადი ფიგურაა და მინდა, ასეთი ძირითადი ფიგურა ყოფილიყოს ყოველთვის, როცა ის მოედანზე გამოვა. ასეთი სიმბოლური დატვირთვა აქვს“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს