არქივი23 აგვისტო, 2025, 16:03
ნოვოროსიისკში რუსეთის არმიის ხუთი მზვერავი მყვინთავი დაიღუპა
ნოვოროსიისკში რუსეთის არმიის ხუთი მზვერავი მყვინთავი დაიღუპა - კიევის ცნობით, მყვინთავებს დავალებული ჰქონდათ უკრაინული საზღვაო დრონის გამოტანა, რომელიც ყურეში შეიჭრა.
როგორც უკრაინული დაზვერვა იუწყება, სწორედ დრონის აფეთქებით გამოყვანისას დაიღუპნენ რუსი სამხედრო მყვინთავები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, საუბარია რუსეთის სამხედრო უწყების წყალქვეშა დივერსიული ძალებისა და საშუალებების (ПДСС) დანაყოფის მაღალკვალიფიციურ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთა მომზადებასა და აღჭურვაზე მნიშვნელოვანი ფინანსური და დროის რესურსები იხარჯება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.