არქივი6 ივნისი, 2025, 20:35
ნოვიკოვი: მასკს არანაირი პოლიტიკური თავშესაფარი არ დასჭირდება, თუმცა თუ ეს ასე მოხდა, რუსეთს შეუძლია მისი უზრუნველყოფა

„ვფიქრობ, მასკი სრულიად განსხვავებულ თამაშს თამაშობს - მას არანაირი პოლიტიკური თავშესაფარი არ დასჭირდება, თუმცა თუ ეს ასე მოხდა, რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია მისი უზრუნველყოფა“ - თქვა დმიტრი ნოვიკოვმა TASS-სთან.
რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დმიტრი ნოვიკოვი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის საჯარო დაპირისპირებას გამოეხმაურა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.