არქივი25 თებერვალი, 2026, 00:44
ნოე სულაბერიძე: ვერც ერთი სანქცია ვერ წამართმევს ჩემს წლების მანძილზე დაგროვილ სიამაყეს

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია "იმედისთვის" სანქციების დაწესებას ამ ტელეკომპანიის ერთ-ერთი სახე, ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე ეხმიანება და შესაბამის პოსტს "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს.
-
"ვერც ერთი სანქცია ვერ წამართმევს ჩემს წლების მანძილზე დაგროვილ სიამაყეს, ვიყო ჩემი მშობლიური იმედის ნაწილი", - წერს სულაბერიძე.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - "იმედსა“ და "POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, "იმედსა“ და "POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც "რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.