ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნოე ჟორდანიას სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ნოე ჟორდანიას სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა გრძელდება, რის გამოც, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„კერძოდ, 2 აგვისტოს, 09:00 საათიდან, 4 აგვისტოს, 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროზე, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით.
მათივე ცნობით, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ განაპირა ზოლში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.