ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნოემბერში წლიური ინფლაცია 0,1% იყო

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 0,1 პროცენტი იყო. ეს ნიშნავს, რომ გასული წლის იმავე თვესთან შედარებით ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა.
ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე გავლენა ჰქონდა:
· სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე ფასების 9,8%-ით ზრდას;
· ტრანსპორტით მომსახურების 2,5%-ით გაძვირებას;
· ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ღირებულების გაზრდას 5,1%-ით;
· საცხოვრებლის, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის საფასურის ზრდას 3,4%-ით;
· ამავდროულად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმლის ჯგუფში ფასების 3,1%-ით შემცირებას.
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, ის იყო 0,2%, რაც ნიშნავს, რომ უმნიშვნელოდ, თუმცა შემცირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.