არქივი18 დეკემბერი, 2024, 21:53
ნოემბერში საწვავზე და მანქანასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები გაიზარდა - თიბისი კაპიტალი
საწვავზე უნაღდო დანახარჯები ზრდას განაგრძობს - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ მომხმარებელთა დანახარჯების განახლებულ დინამიკაშია ნათქვამია.
მიმოხილვის მიხედვით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები ნოემბერში წლიურად თიბისი ბანკის არხებით 10%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციების მოცულობამ საწვავზე 51 ლარი შეადგინა.
მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 15%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 65 ლარს გაუტოლდა.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.