ნოემბერში არასაბანკო და ვადიანი დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების ნოემბრის თვის მონაცემებს აქვეყნებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 50.42 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.17%-ით (581.85 მლნ ლარი) მეტია წინა თვის მაჩვენებელზე.
„ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 27.80 მლნ ლარით – 0.14%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 554.05 მლნ ლარით, ანუ 1.86%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.25 პროცენტი, ხოლო რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.2 პროცენტი შედგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა