ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ

პარტია ახალის წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ. ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ.
რამდენიმე წუთის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ თავს დაესხნენ გირჩი - მეტი თავისუფლების წევრს, ბორის ჩელე ყურუას.
ორი დღეა ოპოზიციურად და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს თავს ესხმიან.
გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ამასთან, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს. შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ოფისებთან. ასევე, 9 მაისს თავს დაესხნენ გიორგი მუმლაძეს.
აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუკავებია.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.