ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნოდარ მელაძე - "ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს

ნოდარ მელაძე - "ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს

"ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე წერს.
მისივე ინფორმაციით, ის სახლში ბრუნდებოდა აქციის შემდეგ, რა დროსაც აღნიშნული ფაქტი მოხდა.
ნოდარ მელაძე მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ლაშა ჯიოშვილი.
"თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის, სავარაუდოდ პოლიციელებმა გაიტაცეს. ტვ პირველის იურისტი ცდილობს, დაადგინოს მომხდარის გარემოებები.ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. - შს სამინისტრო კავშირზე არ გამოდის.მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ტვ პირველის ოპერატორი", - წერს ნოდარ მელაძე "ფეისბუქზე".
ამასთან, ადვოკატის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი "არცერთ იზოლატორში არ არის" და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
"ტვ პირველი" ავრცელებს კადრებსაც, სადაც ჩანს როგორ სვამენ მანქანაში ჯიოშვილს.
"ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევას შს სამინისტროში ცდილობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.