ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს

ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს
„ხომ გითხარით ნოდარ მელაძე ჰყავს ყურზეთქო?! ბატონო ნოდარ, სად მომძებნეთ და ვერ მომაგენით? მთელი დღეა, რომ აცხადებთ დაიმალაო, სად მომძებნეთ?“- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნოდარ მელაძეს, რომელიც ჟურნალისტს დირექტივებს ინტერვიუს ჩაწერისას ტელეფონით აძლევდა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს საქართველოში კორუფციასა და ნეპოტიზმს.
„ლევან ხაბეიშვილი არის თქვენნაირი აგენტი, ბატონო ნოდარ. გარანტირებულად გეუბნებით, თუ კი ვინმე ამ ქვეყანაში კორუფციას ებრძვის ყველას მტერი ხართ თქვენ. მაგრამ თორნიკე რიჟვაძეს, რაც შეეხება, თქვენ დააბრალეთ უკადრებელი. ნოდარ მელაძე, რომელიც „ყურზე აჯდა“ თავის ჟურნალისტს. ხატია, მისი კორესპონდენტი, რომლის რწმენაც არ აქვს ნოდარ მელაძეს. რომელიც ობიექტურ კითხვებს დასვამდა, რომ არა, ნოდარ მელაძის ასეთი სპეკულაცია. ნოდარ მელაძე არის ადამიანი, რომელიც მფარველობს, ამ ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”