ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა.
“რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ებრალიძე: ბატონო “მავანნო” რა კრიტერიუმების საფუძველზე გათავსუფლდა თანამდებობიდან, ტელე ხელოვნებისა და მასმედიის კოლეჯის დირექტორი ზურაბ ოშხნელი? ეჭვი მაქვს რომ ვერ მიპასუხებთ “მავანნო” ამიტომ ჩემ აზრს მოგახსენებთ

ნიკოლოზ ვაშაკიძე: როგორც ჩანს, მთავარი ოპოზიციური ძალები საქართველოში მართლაც აიკრძალება და შესაბამისად იკვეთება ის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი პრაქტიკულად უკონკურენტო გარემოში აპირებს გასვლას