ნიქო გორგილაძე: …ამ ბოროტების მასშტაბს იაზრებთ?

პოეტი ნიქო გორგილაძე: 
უდანაშაულო ადამიანის ციხეში ყოფნა ბოროტებაა, (ერთი დღითაც კი!), ამას რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ ვერ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ასაკს მნიშვნელობა არა აქვს.
აქვს!
როდესაც დამსახურებული დაფასებისა და მოსვენების ნაცვლად, ასე ექცევი მოქალაქეს, რომელიც 70 წელი ემსახურა ქვეყანას – კეთილსინდისიერი მოქალაქეობითა და პროფესიონალიზმით – ასაკს სწორედაც რომ აქვს მნიშვნელობა!
მნიშვნელობა აქვს სქესსაც, ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, “დანაშაულსაც”, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია… მცირეწლოვანი შვილების დედას, რომელსაც ისედაც შერყეული ჯანმრთელობა აქვს, ციხეში რომ გამოკეტავ პოლიტიკური პლაკატის გაფერადების გამო… როგორ არ აქვს მნიშვნელობა ამ დეტალებს?
70+ ასაკის პედიატრსა და ოპერის მომღერალს, მოგწონს თუ არა ისინი, ამ ქვეყანას რომ ემსახურეს მთელი ცხოვრება და ქვეყნად არავისთვის ზიანი რომ არ მიუყენებიათ, ციხეში რომ გამოკეტავ, ამ ბოროტების მასშტაბს იაზრებთ? და თუ იაზრებთ, კიდევ ამბობთ, რომ ქვეყანაში ორი მხარე არსებობს? კი, არსებობს, უძველესი ორი მხარე – კეთილი და ბოროტი, და ვინც ზემოთქმულს ეგუება ან ამართლებს, ბოროტია და ბოროტების მსახური! მაგ სიმართლით იხარეთ თქვენ და თქვენმა მოდგმამ!

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)