ნიუ-იორკში ნეო-ნაცისტური დაჯგუფების ქართველ ლიდერს, მიხეილ ჩხიკვიშვილს, მეტსახელად “მეთაურ ყასაბს”, 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ნიუ-იორკში ნეო-ნაცისტური დაჯგუფების ქართველ ლიდერს, მიხეილ ჩხიკვიშვილს, მეტსახელად “მეთაურ ყასაბს”, 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა | ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს. ჩხიკვიშვილმა ბრალი გასულ წელს აღიარა.
🔴 22 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, ცნობილი, როგორც “მეთაური ყასაბი”, -ში 2024 წლის ივლისში დააკავეს. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის სავარაუდოდ მანიაკური მკვლელობის კულტის ლიდერია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კულტი მიჰყვება ნეონაცისტურ იდეოლოგიას და ხელს უწყობს ძალადობასა და ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და სხვა ჯგუფების მიმართ, რომლებსაც ის “არასასურველად” მიიჩნევს. გამოძიების ინფორმაციით, ჩხიკვიშვილმა 2023 წელს დაიწყო გეგმის შემუშავება ნიუ-იორკში ახალი წლის ღამეს, მასობრივი თავდასხმისთვის. მისი გეგმის მიხედვით, სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმულ პირებს ებრაული სკოლების ბავშვებისა და რასობრივ უმცირესობებისთვის მოწამლული კანფეტები უნდა დაერიგებინათ.
🔴 -ის საგამოძიებო უწყების ცნობით, ჩხიკვიშვილს განზრახული ჰქონდა, რომ თავდასხმა უნდა ყოფილიყო იმაზე დიდი, ვიდრე 2011 წელს, ნორვეგიაში, ანდრეს ბრეივიკის მიერ მოწყობილი, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა. მიხეილ ჩხიკვიშვილი მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ 2024 წლის 6 ივლისს სტამბული-კიშინიოვის რეისზე დააკავა, რის შემდეგაც მისი აშშ-ში ექსტრადირება მოხდა. ჩხვიკვიშვილმა თბილისის 161-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ნაცნობების გადმოცემით, სკოლის დამთავრების შემდეგ ის ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში ხორცის მჭრელად მუშაობდა და მეტსახელი “ყასაბიც” სავარაუდოდ ამის გამო აირჩია