პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიუ-იორკის მეტროში მომხდარი ავარიის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა

ნიუ-იორკში მეტროში მომხდარი ავარიის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მანჰეტენზე მაშინ მოხდა, როდესაც სამგზავრო მატარებელი სამუშაო ვაგონს შეეჯახა, რომელსაც მუშები გადაჰყავდა. მომხდარის გამო ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. ავარიამ მეტროს მომსახურება მთელს ქალაქში მნიშვნელოვნად შეაფერხა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.