ნიუ-იორკის ახალმა მერმა ფიცი დადო

ნიუ-იორკის ახალმა მერმა ფიცი დადო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნიუ-იორკის მერის, ზოჰრან მამდანის ფიცის დადების ცერემონია ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ მიტოვებულ მეტროს სადგურში დახურულ ფორმატში გაიმართა.
მამდანიმ ფიცი ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის წინაშე და მისი მეუღლის, რამა დუვაჯის თანდასწრებით, ყურანზე დადო.
შეგახსენებთ, 4 ნოემბერს გამართულ ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 34 წლის „დემოკრატმა“, ზოჰრან მამდანიმ ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი, ენდრიუ კუომო დაამარცხა. მამდანი ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ