ნინო ჯანგირაშვილი – საქართველოში გვყავს გადარეული, „გადაფსიხებული“ ხელისუფლება, რომელიც ნაჯახით დარბის და მედიას დახურვით ემუქრება – SOS სიგნალები უნდა ვაგზავნოთ ცივილიზებულ სამყაროში

საქართველოში გვყავს გადარეული, „გადაფსიხებული“ ხელისუფლება – SOS სიგნალები უნდა ვაგზავნოთ ცივილიზებულ სამყაროში, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიამენეჯერმა, ნინო ჯანგირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება „დარბის ნაჯახით და მედიას დახურვით ემუქრება“.
„საქართველოში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. გვყავს გადარეული, „გადაფსიხებული“ ხელისუფლება, რომელიც დარბის ნაჯახით. ის ამკაცრებს კანონებს, კიდევ უფრო გაამკაცრებს. მედიას გვემუქრება, საერთოდ ვეღარ იფუნქციონირებთო, რეალურად ამას გვეუბნება. გვეუბნება კანონს გავამკაცრებ, უცხოეთიდან დაფინანსებას ვეღარ მიიღებთ და ა.შ. SOS სიგნალები უნდა ვაგზავნოთ ცივილიზებულ სამყაროში, იქნებ ვინმემ გაიგოს. აპირებს მათ შორის მედიის პრობლემებზეც საუბარს და ამაზე გვქონდა დღეს საუბარი,“- განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა