ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეზე: როცა ფაქტებით და ციფრებით ელაპარაკები, ცახცახი ეწყება, და რობოტივით მონოტონური ხდება

“კავკასიის” დირექტორი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ჩემი პირველი და უკანასკნელი პირდაპირი შეხება კობახიძესთან იყო 7 წლის წინ, როცა მაუწყებლობის კანონში ცვლილებებს განვიხილავდით და კომიტეტის დარბაზიდან მანდატურით გაგდებით დამემუქრა. თუმცა, მე თვითონ გავედი, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო მაგ არსებასთან ერთად ერთ დარბაზში გაჩერება. სარეკლამო ბაზარზე ვდაობდით. კომიტეტამდე ვიმუშავეთ მედიამ და გავუგზავნეთ ოფიციალურად გამოქვეყნებული ციფრები–ვორდში, ექსელში, პედეეფში, ლარში, დოლარში, შედარებული და გაანალიზებული, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი იკლებს ქვეყანაში. კობახიძე ამტკიცებდა, რომ ეს ტყუილია. რობოტივით იმეორებდა. ოფიციალურ ციფრებზე გაიძახოდა, რომ ტყუილია. როცა ფაქტებით და ციფრებით ელაპარაკები, ცახცახი ეწყება, და რობოტივით მონოტონური ხდება. შავზე შეუძლია ამტკიცოს რომ თეთრია. გაოგნებული ვუყურებდი. მაშინ შევარქვი აგრესიული სოციოპათი. ვინც მაგასთან დებატებს აპირებთ, უბრალოდ იდიოტებად გთვლით. სრულ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, ანუ იმას, რომ ბოლო წლებში ოფიციალურად რუსეთის ჯალათად გადაიქცა, მავნებელ იდიოტებადაც მიმაჩნიხართ. ბოდიში პირდაპირობისთვის”-წერს ჯანგირაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ