ნინო წილოსანი – შანხაიში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნისას

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მმართველი გუნდის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან გამართული შეხვედრა შეაფასა.
პარტიის ინფორმაციით, წილოსანის განცხადებით, გამოცდილება, რომელიც შეხვედრის დროს ქართულმა დელეგაციამ მიიღო, საინტერესოა საქართველოს შემთხვევაშიც, ვინაიდან საუბარი შეეხო სახელმწიფოს პოზიტიურ როლს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნასა და მათ განვითარებაში.
„შანხაი, თავად ჩინეთის მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალგანვითარებული გეოგრაფიული არეალია, განსაკუთრებით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა ლინ-განგის სპეციალური ზონა, რომელიც გულისხმობს თავისუფალი სავაჭრო ტერიტორიის და კონცეფციის მოწყობას.
გამოცდილება, რომელიც აქ შეხვედრის დროს მივიღეთ და პრეზენტაციისას მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნისას. ეს არის სპეციალური საგადასახადო სისტემის შეთავაზება დასაქმებულებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ტვინების მოზიდვის კუთხით სპეციალური ბენეფიტების დაწესება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და დაინტერესების შექმნა სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, იმისთვის, რომ კონკრეტულად ასეთი ზონები სათანადოდ განვითარდეს და წამყვანი ფუნქცია ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
„ქართული ოცნების“ დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კერძოდ, პეკინსა და შანხაიში, მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება