ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო წილოსანი- ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს

საბედნიეროდ, ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს, - ასე უპასუხა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომ „მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხარს არ დაუჭერს“.
ნინო წილოსანის თქმით, მთავრობის დაკომპლექტებაში მმართველ გუნდს არ სჭირდება ოპოზიციის დახმარება.
„მმართველ გუნდს არ სჭირდება ოპოზიციის დახმარება იმაში, რომ მთავრობა დავაკომპლექტოთ და გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება ისე წარმატებით, როგორც ახლა მიმდინარეობდა, თუმცა თავისთავად ოპოზიცია თავისი მონაწილეობით ან არ მონაწილეობით კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ მიზნობრიობას და გაუმართლებლობას საპარლამენტო ცხოვრებაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.