ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო წილოსანი: ...სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ჩებურეკსაც“ ჭამდა

ნინო წილოსანი: ...სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ჩებურეკსაც“ ჭამდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ჩებურეკსაც“ ჭამდა, თუ როგორ იყო? - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: გამართა თუ არა „რაიმე სხდომა“ საქართველოს მთავრობამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების განსახილველად იმ ფონზე, რომ სომხეთმა უსაფრთხოების საბჭო მალევე მოიწვია.

მისი თქმით, რასაც სომხეთი აკეთებს, იმავეს გაკეთებას არ აპირებენ, რადგან მათ საკუთარი გადაზღვევის მექანიზმები აქვთ.

“სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ჩებურეკსაც“ ჭამდა თუ როგორ იყო? ომის დაწყებიდან [მალევე]. ამიტომ, რასაც სომხეთი აკეთებს, იმავეს ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ჩვენ. ჩვენ ჩვენი გადაზღვევის მექანიზმები გვაქვს. შესაბამისად, უმაღლეს კონტროლზეა აყვანილი ყველა ის საფრთხე და რისკი, რომელიც, შეიძლება, რეგიონში ამ პროცესებიდან გამომდინარე იყოს”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ამავე თემაზე საუბრისას წილოსანმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას თავისი რეაგირების ფორმები აქვს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ყველაფერი საქართველომაც იდენტურად გააკეთოს.

“მე არ მითქვამს, რომ რასაც სომხეთი აკეთებს, იმას არ გავაკეთებთ. მე ვთქვი, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის, სომხეთს თავისი რეაგირების ფორმები აქვს - ერთ შემთხვევაში უშიშროების საბჭო მოიწვიეს, მეორე შემთხვევაში სიმინდს მიირთმევდნენ. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ყველაფერი ჩვენც იდენტურად გავაკეთოთ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.