ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო წილოსანი - საინტერესოა, ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო მანამ, სანამ არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურია

ნინო წილოსანი - საინტერესოა, ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო მანამ, სანამ არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურია

საინტერესოა, რომ ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო მანამ, სანამ ეუთო/ოდირმა არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არის ლეგიტიმური და რომ ამ არჩევნებმა მაღალი სტანდარტებით ჩაიარა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
ნინო წილოსანის თქმით, ეუთო/ოდირის განცხადება, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარა, ოპოზიციისთვის და ევროპელი პოლიტიკოსებისთვის აღარაფერს ნიშნავს.
„ამის შემდეგ იწყება ძალიან დიდი თავდასხმები ეუთო/ოდირზე მათ შორის, სამწუხაროდ, ევროინსტიტუციების წარმომადგენლებისგან, ევროპელი პოლიტიკოსებისგან და ეს კავშირი იმდენად ნათელია, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს - ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნებმა კარგი სტანდარტებით ჩაიარა, რომელიც ასევე ეუთო/ოდირმა დაადასტურა, უკვე არაფერს ნიშნავს მათთვის და მათთვის მხოლოდ და მხოლოდ იმ აღქმის შექმნა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომლითაც ამ აქციების მუხტს ცოტათი მაინც ინარჩუნებენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.