ნინო წილოსანი ოპოზიციაზე – პარლამენტის დატოვებით პირდაპირ შესრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება იმის შესახებ, რომ თუ ეს ხალხი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოშორდება, პოლიტიკა მავნებლებისგან გასუფთავდება

რა თქმა უნდა, ბარიერგადალახული ოპოზიცია პარლამენტს არ დატოვებს, რადგან ძალაუფლებას დახარბებული ადამიანები არიან – უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ვნახავთ, ისინი მართლა აპირებენ პარლამენტის დატოვებას თუ საკუთარ ამომრჩეველს აშანტაჟებენ და ემოციურად ეთამაშებიან, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გააკეთა.
წილოსანი იმასაც ამბობს, რომ „გასაცოდავებული ოპოზიცია სწორედაც „ქართული ოცნების“ ხელშია და უმრავლესობის გადასაწყვეტია მათი მხრიდან მანდატების დათმობა მოხდება თუ არა“.
წილოსანის თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პროცესების შესაბამისად მიიღებს“.
„კანონის გათვალისწინებით, ახლა საარჩევნო სიას ვერავინ ვერ ჩახსნის. ამავდროულად, თუ მათ ისევ აქვთ მანდატების დათმობის სურვილი, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდგომ, განცხადებები დაწერონ.
მათ მიერ პარლამენტის დატოვებით პირდაპირ შესრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება იმის შესახებ, რომ თუ ეს ხალხი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოშორდება, პოლიტიკა მავნებლებისგან გასუფთავდება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია