ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო წილოსანი - მაშინ, როცა დონალდ ტრამპი გამოკითხვას ატარებს, აიკრძალოს თუ არა სოროსი და მისი ფონდი, საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს „სოროსის“ ფონდი აორგანიზებს

ნინო წილოსანი - მაშინ, როცა დონალდ ტრამპი გამოკითხვას ატარებს, აიკრძალოს თუ არა სოროსი და მისი ფონდი, საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს „სოროსის“ ფონდი აორგანიზებს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ „საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს „სოროსის“ ფონდი აორგანიზებს“. ამის შესახებ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, სადაც „იმედის კვირის“ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „პერფორმანსების ნაწილი, რომლებიც ქუჩებში ეწყობა, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაორგანიზებული, რეალურად „სოროსის ფონდის“ თბილისის ოფისიდან იმართება“.
„მაშინ, როცა ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოკითხვას ატარებს, აიკრძალოს თუ არა სოროსი და მისი ფონდი, საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს „სოროსის“ ფონდი აორგანიზებს“, - წერს ნინო წილოსანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.