ნინო წილოსანი – ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისა და ბოროტისგან და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!

ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისა და ბოროტისგან და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და კომენტარში აღნიშნავს, რომ „დედა-შვილს „მშვიდობიანი” აქციის მონაწილეები სისასტიკით მოექცნენ“.
„ამ დღეების მანძილზე ვერ მოვახერხე ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა ქართველი დედის ჭეშმარიტ ფენომენზე. ეს ნახატი ყველაზე კარგად აღწერს რისი დაწერაც მინდოდა. ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისა და ბოროტისგან. და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!” – წერს ნინო წილოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა, რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! – სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით