ნინო წილოსანი – თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად ითვლება, კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? – როცა ამას ლატვია აკეთებს, არავინ გააკრიტიკებს, მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო

თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად ითვლება, კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? – თუ დამავიწყდა — როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს… მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება ლატვიის სეიმის მიერ „სტამბოლის კონვენციიდან“ გამოსვლის მხარდაჭერას.
წილოსანის თქმით, საქართველოს აკრიტიკებენ თუნდაც იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართა და „გამოიყენა ფუნდამენტური უფლება“.
„თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? თუ დამავიწყდა — როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს… მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო, თუნდაც იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართა და გამოიყენა ფუნდამენტური უფლება, რისი წართმევაც აქამდე დაუშვებელი გვეგონა”,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო